დაღმართზე დამუხრუჭების წესები

დაღმართზე დამუხრუჭების წესები

სამუხრუჭე სისტემისთვის ყველაზე დიდი გამოცდა დაღმართზე დამუხრუჭებაა. ასეთ დროს მაქსიმალურად იტვირთება სამუხრუჭე სითხე, ხუნდები, სამუხრუჭე დისკი და ა.შ. დატვირთვა კიდევ უფო იზრდება თუ ხუნდები ახალი შეცვლილი გაქვთ (როგორც ხშირად ხდება რეგიონში გამგზავრებამდე). განვიხილოთ ორი შემთხვევა:

დაღმართზე დაბალი წნევით, მაგრამ უწყვეტად ამუხრუჭებთ, სამუხრუჭე ხუნდები უფრო და უფრო გახურდება და თუ დაღმართი საკმარისად გრძელი აღმოჩნდა შეიძლება ისე გახურდეს, რომ სამუხრუჭე სითხე აადუღოს. ეს გამოიწვევს პედლის "ჩავარდნას" რაც ასეთ დროს ძალიან სახიფათოა. პედალი "ვარდება" იმიტომ რომ არაკუმშვადი სამუხრუჭე სითხე ადუღების შემდეგ იწყებს აორთქლებას, აირი კი კუმშვადია. ამ დროს თუ დავამუხრუჭებთ ეს აირი შეიკუმშება და ხუნდებამდე საკმარისი წნევა ვერ მიაღწევს. არის იმის შესაძლებლობაც, რომ სითხის მატარებელი მილები წნევის ქვეშ დასკდეს და საერთოდ მუხრუჭის გარეშე დარჩეთ.

დაღმართზე დიდ სიჩქარეს კრებთ, მოსახვევს უახლოვდებით და ბოლო მომენტში იწყებთ დამუხრუჭებას. რამოდენიმეჯერ მოგიწევთ სრული სამუხრუჭე წნევის გამოყენება რათა უსაფრთხო სიჩქარეს დაუბრუნდეთ. ეს ხუნდებს გადაახურებს, მომდევნო დამუხრუჭებამდე გაგრილებას ვერ მოასწრებს, გადახურებული ხუნდი კი ძალიან არაეფექტურია. გარდა იმისა, რომ ეს უაღრესად სახიფათოა დიდი ალბათობით გააფუჭებთ ხუნდებს და თუ თხელია, სამუხრუჭე დისკსაც (შესაძლოა გაიბზაროს).

ეს პრობლემები თავს უფრო მეტი სიმწვავით იჩენს, თუ ხუნდები ახალი შეცვლილი გაქვთ (წინა დღეს...). ახალ ხუნდს სჭირდება დრო, რომ სამუხრუჭე დისკის არათანაბარ ზედაპირს მოერგოს და ფრიქციული მასალის თხელი ფენა მასზე გადაიტანოს. ეს აუმჯობესებს დისკის და ხუნდის ურთიერთქმედებას და იცავს მას გადახურებისგან. ამიტომ ეცადეთ ერთი კვირით ადრე მაინც შეცვალოთ ხუნდები, თუ იცით რომ გამგზავრება მოგიწევთ.

ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად დაღმართზე დაიცავით სიჩქარის შეზღუდვა, თუ სრულად ვერა, გარკვეულ მონაკვეთზე მაინც დაამუხრუჭეთ ძრავით. მექანიკური სიჩქარის კოლოფის შემთხვევაში ერთი ან ორი სიჩქარით დაბალში ჩააგდეთ და მანქანა შენელებას დაიწყებს. იგივეა ტიპტრონიკის, სიჩქარიანი ავტომატიკის შემთხვევაშიც. თუ ჰიბრიდი გყავთ გადართეთ В-ში ან მის ეკვივალნეტში. დაიცავით ეს წესები და იმგზავრეთ უსაფრთხოდ.

ასევე შესაძლოა დაგაინტერესოთ

დაგვემატა BMW F30 წინა ხუნდები

რა განასხვავებს ჩვენს სამუხრუჭე ხუნდებს კონკურენტებისგან? არ აზიენებს სამუხრუჭო დისკებს, არ შეიცავს აზბესტს, აქვს მაღალი სპილენძის შემცველობა და გამძლეა მაღალ ტემპერატურებზეც.

დისკების მოხეხვა ("შლიფოვკა")

მარტივად მოაგვარე დამუხრუჭებასთან დაკავშირებული ვიბრაცია ან/და ხმაური დისკების მოხეხვით.

მითები კერამიკულ ხუნდებზე

სპეციალური დიკსები სჭირდება? გახურებამდე არ ამახრუჭებს? აქ გაიგებთ თუ რამდენად ახლოსაა ეს მოსაზრებები სინამდვილესთან.

ჩვენი კომპანია მრავალი წელია ახორციელებს საავტომობილო დისკური სამუხრუჭო ხუნდების იმპორტს და რეალიზაციას.