ამ სტატიის დაწერა გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ ხშირად მოგვმართავენ სხვადასხვა კითხვებით კერამიკული ხუნდების თვისებებთან დაკავშირებით. ძირითადად ეს კითხვები გამოწვეული არასწორი ინფორმაციით, რომელიც სამწუხაროდ ფართოდ არის ჩვენთან გავრცელებული. შევეცდებით ამ მითების გაქარწყლებას, დავიწყოთ ყველაზე გავრცელებულით:
ნამდვილად არა. კერამიკული ხუნდები უპრობლემოდ მუშაობს ყველა ტიპის სამუხრუჭე დისკზე. გამონაკლისია პორშეს ახალი სახეობის სამუხრუჭე დისკები, რომლებიც დაფარულია ვოლფრამ-კარბიდის 0.1 მილიმეტრიანი შრით და სპეციალური შემადგენლობის მქონე ხუნდებს მოითხოვს. ასეთი დისკები პირველად 2019 წლის კაიენის კომპლექტაციაში გვხვდება.
ეს ინფორმაციაც არასწორია. ამგვარი დისკები გარკვეულ, ექსტრემალურ პირობებში (ძირითადად ტრეკზე) აუმჯობესებს სამუხრუჭე სისტემის მახასიათებლებს და მნიშვნელობა არ აქვს კერამიკული ხუნდები გაქვთ დაყენებული, თუ ნახევრად მეტალის.
შეიძლება გაგატაროთ კიდევაც, თუ იდეალური სამუხრუჭე დისკები გაქვთ, შედარებით გრილ კლიმატში ცხოვრობთ (მაღალი ტემპერატურა ხუნდების ცვეთის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია), ყოველ ხუთ წუთში შუქნიშანზე არ გიწევთ გაჩერება, საცობებში არ დგახართ ყოველ დღე, ძრავით დამუხრუჭებას ხშირად იყენებთ ან რეგენერაციული სამუხრუჭე სისტემა გაქვთ (ელექტრომობილები და ჰიბრიდები) და დიდი სიჩქარით არ დადიხართ. ასევე გასათვალისწინებელია თვით სამუხრუჭე სისტემის ეფექტურობა და ხუნდების საწყისი სისქე. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოში კერამიკული სამუხრუჭე ხუნდები საშუალოდ 30 000 - 40 000 კილომეტრს გაგატარებთ.
ესეც მითია! თანამედროვე ხუნდები გახურების გარეშეც საკმარისად კარგად ამუხრუჭებენ. გამონაკლისია. მაღალია ტემპერატურა საჭიროა რბოლაში მონაწილე ავტომობილებზე დაყენებული სპეციალური ხუნდებისთვის, რათა ფრიქციის მაქსიმალურ კოეფიციენტს მიაღწიონ. ცნობისთვის, რბოლაში კერამიკულ ხუნდებს არ იყენებენ, რადგან ექსტრემალურ ტემპერატურებზე ფოლადის ხუნდები უფრო ეფექტურია. თუმცა, სარბოლო ავტომობილებზე ხშირად აყენებენ კარბონ კერამიკულ სამუხრუჭე დისკებს (და არა ხუნდებს). ვფიქრობთ ეს ინფორმაცია ჩვენთან არასრულყოფილი სახით გავცელდა და ბევრი არასწორი ინტერპრეტაცია აქედან იღებს სათავეს.
რა თქმა უნდა ეს ინფორმაციაც არ შეესაბამება სიმართლეს. დამუხრუჭებისას, ფრიქციის შედეგად კინეტიკური ენერგია გარდაიქმენბა სითბოდ, რომელიც გადაეცემა ხუნდებს და სამუხრუჭო დისკოებს. კერამიკული ხუნდის ისევე ხურდება, როგორც პირობითად ტრადიციული ნახევეად მეტალის ხუნდი. საქმე ისაა, რომ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, კერამიკული ხუნდი არ შეიცავს ისეთ ფისებს, რომლებიც მაღალ ტემპერატურაზე დნება და ხუნდის ეფექტურობას ამცირებს, შესაბამისად ეფექტურობას უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს. თუმცა ზედმეტი დატვირთვის შემთხვევაში (მაგალითად: დაღმარზე მაღალი სიჩქარით მოძრაობის დროს მრავალჯერადად მკვეთრად დამუხრუჭება) მისი ზედაპირი შეიძლება გამოიწვას და გამაგრდეს.
მცდარია. რბოლებში გამოიყენება კარბონ-კერამიკული სამუხრუჭო დისკოები და არა ხუნდები. გახსოვდეთ, კერამიკული ხუნდი არ ნიშნავს სპორტულს. მოტოსპორტში სხვადასხვა შემადგენლობის ხუნდებს იყენებენ, საჭიროების შესაბამისად. ამ მხრივ შესაძლოა ჰოუკის პროდუქციამ დაგაინტერესოთ.
პირიქით, ნაკლებად ცვეთს. მიზეზი #1: არ შეიცავს ფოლადის ნაწილაკებს, შესაბამისად ნაკლებად აგრესიულია. მიზეზი #2: ამუხრუჭებს ადჰეზიურად და არა აბრაზიულად. ადჰეზიურად ნიშნავს, რომ ხუნდს დისკის ზედაპირზე გადააქვს თავისი მასალის ნაწილი - თხელი ფენა, რომელსაც შემდეგ დამუხრუჭებისას ეჭიდება. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ახალ კერამიკულ ხუნდებს დავაცადოთ გასახმარისება (“მოჯენა”), წინააღმდეგ შემთხვევაში ხუნდი ვერ მოასწრებს დისკზე მასალის გადატანას, რასაც მოჰყვება: ხმაური, გაზრდილი სამუხრუჭე მანძილი, ხუნდების გადახურება.