მისასალმებელია, როდესაც ახალი სამუხრუჭე ხუნდების დაყენებამდე მანქანის მეპატრონე იჩენს წინდახედულობას და სამუხრუჭე დისკებს ("აპორნებს") ახვეწინებს ("აშლიფოვკებინებს"). მაგრამ ეს ძალისხმევა შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს თუ მოხვეწის შემდეგ სამუხრუჭე დისკს არ გაგირეცხავენ.
მოხვეწილი დისკი აუცილებლად სათანადოდ უნდა გაიწმინდოს. სამწუხაროდ ძალიან ხშირად ეს ასე არ ხდება. სათანადოდ გაწმენდაში ვიგულისხმეთ, რომ დაყენებამდე დისკი უნდა გაირეცხოს საპნით და ცხელი წყლით, სასურველია ჯაგრისის გამოყენებით. ეს უზრუნველყოფს ნაპრალებში ჩარჩენილი მეტალის ნაწილაკების მოშორებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნაწილაკები საბოლოოდ სამუხრუჭე ხუნდების ზედაპირზე აღმოჩნდებიან, რაც გამოიწვევს ხმაურს და სხვა არასასურველ შედეგებს.