როგორ ავარჩიოთ ხუნდები?

კერამიკული თუ ნახევრად მეტალის ხუნდები?

თქვენი ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა უსაფრთხოების უმთავრესი მექანიზმია. განვიხილოთ ხუნდების სხვადასხვა სახეობები, მათი უპირატესობები და სუსტი მხარეები, რაც დაგეხმარებათ თქვენი მანქანისა და ტარების სტილის შესაბამისი ხუნდების არჩევაში.

კერამიკული ხუნდები

ხუნდების ერთ-ერთი სახეობაა კერამიკული ხუნდები. ეს ხუნდები მზადდება კერამიკისგან, სპილენძის ბოჭკოსგან და სხვა., ზოგიერთ შემთხვევაში გვხვდება მცირე ოდენობით რკინის ბოჭკოც. ეს ხელს უწყობს თბოგამტარობის და ფრიქციის კოეფიციენტის ზრდას.

კერამიკული ხუნდები 1980 წლებში განავითარეს და მათი პოპულარობა მაშ შემდეგ სტაბილურად იზრდება შემდეგი მიზეზების გამო:

  • ხმაურის დონე: კერამიკული ხუნდები პრაქტიკულად უხმაუროდ მუშაობენ.
  • ცვეთა და მტვერი: სხვა სახის ხუნდებთან შედარებით კერამიკულები ნაკლებად განიცდის ცვეთას და ექსპლუატაციის დროს ნაკლებ მტვერს გამოყოფს. ასევე არ აშავებ დისკებს.
  • ტემპერატურა:  კერამიკული ხუნდები უფრო მაღალ ტემპერატურებზეც ინარჩუნებენ ეფექტურობას.

კერამიკული ხუნდების ძირითადი მინუსია ის, რომ სხვა ხუნდებზე უფრო ძვირი ღირს. კერამიკული ხუნდები არ გამოგადგებათ თუ რბოლებში იღებთ მონაწილეობას. ყველა სხვა შემთხვევაში იდეალურ შედეგს იძლევა.

ნახევრად-მეტალის ხუნდები

ხუნდების მეორე სახეობაა ნახევრად-მეტალის ხუნდები. ასეთი ხუნდების შემადგენლობაში 30%-დან 70%-მდე უჭირავს მეტალს, მათ შორის სპილენძს, რკინა, ფოლადი ან სხვა კომპოზიტურ შენადნობებს. მეტალის წილი დამოკიდებულია მწარმოებელზე და სამიზნე სეგმენტზე.

ნახევრად-მეტალის ხუნდების ძირითადი უპირატესობაა მისი ეფექტურობა და დაბალი ფასია. ის განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურებზეც კი ინარჩუნებს ეფექტურობას მეტალის მაღალი თბოგამტარობის წყალობით. გარდა ამისა, ნაკლებად კუმშვადია და სამუხრუჭე პედალზე მცირედი დაწოლითაც მიიღებთ შედეგს.

კერამიკულ ხუნდებთან შედარებით, ნახევრად-მეტალის ხუნდები მეტად ხმაურობენ. ასევე უფრო მეტად ცვეთენ სამუხრუჭე დისკს ("აპორნს"). ფასი კერამიკულზე ნაკლები აქვს.

ასევე შესაძლოა დაგაინტერესოთ

დაგვემატა BMW F30 წინა ხუნდები

რა განასხვავებს ჩვენს სამუხრუჭე ხუნდებს კონკურენტებისგან? არ აზიენებს სამუხრუჭო დისკებს, არ შეიცავს აზბესტს, აქვს მაღალი სპილენძის შემცველობა და გამძლეა მაღალ ტემპერატურებზეც.

დისკების მოხეხვა ("შლიფოვკა")

მარტივად მოაგვარე დამუხრუჭებასთან დაკავშირებული ვიბრაცია ან/და ხმაური დისკების მოხეხვით.

მითები კერამიკულ ხუნდებზე

სპეციალური დიკსები სჭირდება? გახურებამდე არ ამახრუჭებს? აქ გაიგებთ თუ რამდენად ახლოსაა ეს მოსაზრებები სინამდვილესთან.

ჩვენი კომპანია მრავალი წელია ახორციელებს საავტომობილო დისკური სამუხრუჭო ხუნდების იმპორტს და რეალიზაციას.