ვისაც ხუნდები შეგიცვლიათ ალბათ გსმენიათ ხელოსნისგან, ერთი-ორი დღე ნელა იარე სანამ მოჯდება, რო მოჯდება ხმა გაუვლის და ასე შემდეგ. რას ნიშნავს ხუნდის მოჯენა და რატოა ის საჭირო?
ხუნდების მოჯენა გულისხმობს თერმულ პროცესს, რომელსაც იწვევს ხუნდების და სამუხრუჭე დისკის ურთიერთქმედება. ამ დროს თანდათანობით მატულობს როგორც დისკების ისე ხუნდების ტემპერატურა, რის შედეგადაც დისკის ზედაპირზე გადადის ფრიქციული მასალის თხელი ფენა (ხუნდიდან დისკზე).
ყველა მწარმოებელს აქვს თავისი პროცედურა, რომელიც უნდა დაიცვათ რათა ხუნდი რაც შეიძლება კარგად მოჯდეს. ამ პროცედურების დაუცველობამ შეიძლება გამოიწვიოს დისკზე ფრიქციული მასალის არათანაბრად გადასვლა, რასაც მოყვება ხმაური, ვიბრაციები, დისკების არათანაბარი ცვეთა (დაბრეცვა) და ასე შემდეგ. ამის გამო ითვლება, რომ ხუნდების კარგად მოჯენა სამუხრუჭე სისტემისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ძრავისთვის ზეთის შეცვლა.
ქვემოთ მოყვანილია ცნობილი მწარმოებლების მიერ შემუშავებული მოჯენის წესები:
როგორც წესი, ხუნდების და დისკების მოსაჯენად საჭიროა 200 მილი. მოჯენის ფაზაში არ უნდა მოხდეს ახალი ხუნდების ზედმეტად დატვირთვა. ამიტომ თქვენი ტარების და დამუხრუჭების სტილი უნდა შეუსაბამოთ ამ მოთხოვნებს”.
ხუნდების შეცვლიდან 400-500 მილის მანძილზე რეკომენდებულია შედარებით დაბალი სიჩქარით მოძრაობა. მომხმარებელმა ამ პერიოდში თავი უნდა შეიკავოს მკვეთრად/ძლიერად დამუხრუჭებისგან.
ახალი ხუნდების დაყენების შემდეგ 6-10 დამუხრუჭება დაახლოებით 55 კმ.ს სიჩქარიდან ზომიერი წნევით. დამატებით განახორციელეთ შედარებით მკვეთრი 2-3 დამუხრუჭება 65-70 კმ.ს სიჩქრიდან. მანქანა ბოლომდე არ უნდა გაჩერდეს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ მანქანა დააპარკინგეთ, რომ ხუნდებს გაგრილების საშუალება მიეცეს. გაგრილებამდე არ გამოიყენოთ ხელის მუხრუჭი.
უსაფრთხო ტერიტორიაზე ზომიერი წნევით დაამუხრუჭეთ 95 კმ.ს-დან 50 კმ.ს-მდე და შემდეგ ატარეთ დაახლოებით 1 კმ. ხუნდების გასაგრილებლად. გაიმეორეთ ეს პროცედურა დაახლოებით 30-ჯერ.
იპოვეთ ტერიტორია, რომელიც მანქანის უსაფრთხოდ გაჩერების (ხუთჯერ) საშუალებას მოგცემთ. დაახლოებით 65 კმ.ს სიჩქარიდან დაამუხრუჭეთ ზომიერი წნევით და შეანელეთ 15-20 კმ.ს სიჩქარემდე. დამუხრუჭებებს შორის გააკეთეთ 30 წამიანი ინტერვალი. გაიმეორეთ ეს პროცედურა 4-5 ჯერ ისე რომ მანქანა ბოლომდე არ გაჩერდეს. ბოლოს ხუთჯერ დაამუხრუჭეთ 55 კმ.ს სიჩქარიდან და შეანელეთ 10 კმ.ს-მდე, მანქანა ბოლომდე ახლაც არ გააჩეროთ.
და ბოლოს ჩვენი ხუნდებისთვის:
1) დაახლოებით 50კმ.ს სიჩქარიდან დაამუხრუჭეთ ზომიერი წნევით და შეანელეთ 15-20 კმ.ს სიჩქარემდე. გაიმეორეთ ეს პროცედურა 3-4 ჯერ, მიზანია ხუნდების შეხურება.
2) გაზარდეთ სიჩქარე 70 კმ.ს-მდე, ისევ ზომიერი წნევით დაამუხრუჭეთ და სიჩქარე 20 კმ.ს-მდე შეამცირეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა 3-4 ჯერ.
პროცედურის დროს მანქანა ბოლომდე არ გააჩეროთ. დასრულების შემდეგ დააპარკირეთ მანქანა და 30-60 წუთი დააცადეთ ხუნდებს გასაგრილებლად.
გარდა ამ პროცედურებისა მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ სანამ ხუნდები არ მოჯდება სასურველია მუხრუჭის პედალზე ფეხი დიდი ხანი არ გააჩეროთ მაშინ, როდესაც სამუწრუჭე სისტემაში მაღალი ტემპერატურაა. ეს გამოიწვევს იმას, რომ ერთ ადგილზე ფრიქციული მასალა მეტად დაგროვდება დისკზე, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ამ ადგილის ცემენტაციას (გამაგრებას) და დისკის დაბრეცვას.
ასე რომ თუ გინდათ ხუნდი დიდხანს და კარგად გემსახუროთ, დისკები არ გაგიფუჭდეთ და არ დაგებრიცოთ ყოველთვის ეცადეთ ხუნდების მოჯენის ზოგადი წესები მაინც (იხ. ტექსტარი) დაიცვათ. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.