როდის უნდა შეამოწმოთ სამუხრუჭე ხუნდები?

სამუხრუჭე სისტემებისთვის დამახასიათებელი პრობლემები


უდავოა, რომ სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა უმნიშვნელოვანესია თქვენი და გარშემომყოფების უსაფრთხოებისთვის. თუმცა სამუხრუჭე ხუნდების შეცვლის შემდეგ მძღოლების უმეტესობას ავიწყდება, რომ მათი რეგულარული შემოწმება აუცილებელია.

რეკომენდებულია, სისტემა და უშუალოდ ხუნდები 6 თვეში ერთხელ მაინც შეამოწმოთ (ვიზუალურად მაინც), ხოლო თუ ქვემოთ მოცემული რომელი სიმპტომი შენიშნეთ, შემოწმება უკვე აუცილებლობას წარმოადგენს:

1. როდესაც გაზის პედალს აუშვებთ, მანქანა უჩვეულოდ სწრაფად ხომ არ კარგავს სიჩქარეს? ძრავს სიმძლავრე ხომ არ მოაკლდა? თუ ასეა, სუპორტი სავარაუდოდ გაჭედილია და სამუხრუჭე ხუნდი დისკს ეკვრის მაშინაც კი, როდესაც არ ამუხრუჭებთ.
2. დამუხრუჭებისას მანქანას მარხნივ ან მარჯვნივ «ექაჩება»? დარწმუნდით რომ საბურავები თანაბრადაა დაბერილი. თუ პრობლემა არ გადაიჭრა სამუხრუჭე სისტემა შეამოწმეთ.
3. დამუხრუჭებას ზედმეტი ძალისხმევა სჭირდება? თუ სამუხრუჭე პედალი იატაკამდე ჩაგყავთ რათა მანქანა გააჩეროთ, დიდი ალბათობით სამუხრუჭე სისტემის პრობლემასთან გვაქვს
საქმე. შესაძლოა სამუხრუჭე სითხე იყოს შესახვლელი.
4. თუ პირიქით, სამუხრუჭე პედალზე ოდნავ დაწოლის შემთხვევაშიც კი მანქანა მყისიერად ამუხრუჭებს, შესაძლოა ხუნდების ზედაპირი დაბინძურებული იყოს, ან რომელიმე კომპონენტი დაზიანებულია, რაც მთლიანი სისტემის მწყობრიდან გამოსვლას გამოიწვევს.
5. თუ დამუხრუჭებისას გრძნობთ ვიბრაციას (მაღალ სიჩქარეზე განსაკუთრებით იგრძნობა) სამუხრუჭე დისკი («აპორნი») შესაძლოა დეფორმირებული იყოს.
6. ყურადღება მიაქციათ ნებისმიერ უჩვეული ხმაურს, ხრიალს და ა. შ
7. თუ სამუხრუჭე დისკზე ღმა ხაზები გაჩნდა დაუყოვნებლივ შეცვალეთ ხუნდები.


სიმპტომების ადრეულ სტადიაზე «მკურნალობა» ბევრად უფროა იაფიც იქნება და უფრო მძიმე ხასიათის პრობლემებსაც აგარიდებთ თავიდან. რეგულარულად შეამოწმეთ სამუხრუჭე სისტემა და ატარეთ უსაფრთხოდ.

ასევე შესაძლოა დაგაინტერესოთ

დაგვემატა BMW F30 წინა ხუნდები

რა განასხვავებს ჩვენს სამუხრუჭე ხუნდებს კონკურენტებისგან? არ აზიენებს სამუხრუჭო დისკებს, არ შეიცავს აზბესტს, აქვს მაღალი სპილენძის შემცველობა და გამძლეა მაღალ ტემპერატურებზეც.

დისკების მოხეხვა ("შლიფოვკა")

მარტივად მოაგვარე დამუხრუჭებასთან დაკავშირებული ვიბრაცია ან/და ხმაური დისკების მოხეხვით.

მითები კერამიკულ ხუნდებზე

სპეციალური დიკსები სჭირდება? გახურებამდე არ ამახრუჭებს? აქ გაიგებთ თუ რამდენად ახლოსაა ეს მოსაზრებები სინამდვილესთან.

ჩვენი კომპანია მრავალი წელია ახორციელებს საავტომობილო დისკური სამუხრუჭო ხუნდების იმპორტს და რეალიზაციას.