ხუნდების პირველი მტერი

ხუნდების პირველი მტერი

ხშირია შემთხვევები, როდესაც მიუხედავად ხარისხიანი სამუხრუჭე ხუნდების დაყენებისა, ხმაური მალევე იჩენს თავს. ამის ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ დღეს განვიხილავთ ყველაზე პრობლემურს დახაზულ სამუხრუჭე დიკსებს (“აპორნებს”).

სამუხრუჭე დისკის ზედაპირის გავლენა ხუნდების ხმაურზე

იდეალურ შემთხვევაში სამუხრუჭე დისკის ზედაპირი მინასავით გლუვი უნდა იყოს. სამწუხაროდ დისკების უმეტესობა მეტ-ნაკლებად დახაზულია. ეს ტალღისებრი „ხაზები“ (დისკის ამოზნექილი და ჩაზნექილი ნაწილები) ხელს უშლის ხუნდს იმაში, რომ დისკის სრულ ზედაპირს მოეჭიდოს. ეს საგრძნობლად ამცირებს ახალი ხუნდის ეფექტურობას. გარდა ამისა, სამუხრუჭე დისკის საკონტაქტო წერტილები (ამოზნექილი ნაწილები) თერმულ დატვირთვას ვერ უძლებენ, რაც მათ გამაგრებას იწვევს. საბოლოოდ ეს ნაწილები ტყდება და სამუხრუჭე ხუნდში იჭედება. შედეგად ვიღებთ, რომ ხუნდში ჩაჭედილი ნაწილაკები სამუხრუჭე დისკს უფრო მეტად ცვეთს და უფრო ღრმა „ხაზებს“ უჩენს. რა თქმა უნდა ამას ახლავს ხუნდის მომეტებული ცვეთა, ვიბრაცია და შესაბამისად ხმაურიც (კივილი, წრიპინი და ა.შ).

აქედან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში სასურველია ახალი ხუნდების დაყენებამდე დისკი მოხვეწოთ("გააშლიფოვკებინოთ").  სამწუხაროდ მოხვეწის წესებს საქართველოში უმეტესად არ იცავენ, რაც დამატებით პრობლემებს იწვევს. ამაზე შემდეგ სტატიაში გვექნება საუბარი.

ასევე შესაძლოა დაგაინტერესოთ

დაგვემატა BMW F30 წინა ხუნდები

რა განასხვავებს ჩვენს სამუხრუჭე ხუნდებს კონკურენტებისგან? არ აზიენებს სამუხრუჭო დისკებს, არ შეიცავს აზბესტს, აქვს მაღალი სპილენძის შემცველობა და გამძლეა მაღალ ტემპერატურებზეც.

დისკების მოხეხვა ("შლიფოვკა")

მარტივად მოაგვარე დამუხრუჭებასთან დაკავშირებული ვიბრაცია ან/და ხმაური დისკების მოხეხვით.

მითები კერამიკულ ხუნდებზე

სპეციალური დიკსები სჭირდება? გახურებამდე არ ამახრუჭებს? აქ გაიგებთ თუ რამდენად ახლოსაა ეს მოსაზრებები სინამდვილესთან.

ჩვენი კომპანია მრავალი წელია ახორციელებს საავტომობილო დისკური სამუხრუჭო ხუნდების იმპორტს და რეალიზაციას.